პუტინი ცეცხლის დროებით შეწყვეტას გვთავაზობს, ტრამპს ცეცხლის სრულად შეწყვეტა სურს - თეთრი სახლის პრესსპიკერი

28.04.25 19:57
პუტინი ცეცხლის დროებით შეწყვეტას გვთავაზობს, ტრამპს ცეცხლის სრულად შეწყვეტა სურს - თეთრი სახლის პრესსპიკერი

"პუტინმა დღეს ცეცხლის დროებითი შეწყვეტა შემოგვთავაზა. პრეზიდენტმა ტრამპმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ჯერ საჭიროა ცეცხლის სრულად შეწყვეტა"- ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა.

მისი თქმით, ტრამპი სულ უფრო მეტად არის იმედგაცრუებული პუტინით და ასევე ვოლოდიმირ ზელენსკით.

იზრდება (ტრამპის) იმედგაცრუება ორივე ქვეყნის ლიდერის მიმართ. მესმის, რომ დღეს დილით პუტინმა ცეცხლის დროებითი შეწყვეტა შემოგვთავაზა. პრეზიდენტმა (ტრამპმა) გარკვევით გაგვაგებინა, რომ ცეცხლის სრული შეწყვეტა სურს. პირველ რიგში იმისთვის, რომ შეწყდეს მკვლელობები და სისხლის ღვრა", - განაცხადა კეროლაინ ლევიტმა.

მსგავსი სიახლეები