არანაირი კავშირი არ აქვს "ოცნებას" მოშესთან, ეგ არის თქვენი ტყუილები - კალაძე

29.09.21 12:02
არანაირი კავშირი არ აქვს "ოცნებას" მოშესთან, ეგ არის თქვენი ტყუილები - კალაძე

თბილისის მერობის კანდიდატი კახი  კალაძე უარყოფს, რომ "ოცნებამ" საარჩევნო სტრატეგიის დასაწერად ისრაელიდან ცნობილი პიარსპეციალისტი,  მოშე კლუგჰაფტი, ჩამოიყვანა.

კალაძე  ამბობს, რომ მმართველმა პარტიამ მასთან მხოლოდ ერთხელ ითანამშრომლა.

ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. არანაირი კავშირი არ აქვს პარტია ,,ქართულ ოცნებას" მოშესთან, არ ჰყავს დაქირავებული. ეგ არის თქვენი ტყუილები და სიცრუე. ერთადერთხელ, როდესაც ჩვენ მათთან ვმუშაობდით, ეს იყო თუ არ ვცდები, 2017-2018 წლები", - ამბობს კალაძე.

 

 

მსგავსი სიახლეები