სამადაშვილი: აშშ-მა ნათელი გახადა, რომ თუ საქართველოში დემოკრატიული სივრცის გაუქმების მცდელობა არ შეწყდება, ურთიერთობების გაუმჯობესების შანსი არ გვაქვს

29.04.25 17:52
სამადაშვილი: აშშ-მა ნათელი გახადა, რომ თუ საქართველოში დემოკრატიული სივრცის გაუქმების მცდელობა არ შეწყდება, ურთიერთობების გაუმჯობესების შანსი არ გვაქვს

"ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ძალიან ნათელი გახადა, რომ თუ არ შეწყდება საქართველოში დემოკრატიული სივრცის გაუქმების მცდელობა რუსული რეჟიმის მიერ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესების არანაირი შანსი არ გვაქვს" - ამის შესახებ „ლელო- ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ვაშინგტონში გამართული შეხვედრიდან 2 დღეში, „ქართულმა ოცნებამ“ რუსეთის დავალებით გადაწყვიტა მოეწყო მორიგი ტერორის დღე, როდესაც „შევარდნენ სოლიდარობის ფონდების დამფუძნებლების სახლებში“.

„ჩვენ ვნახეთ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ძალიან ნათელი გახადა, რომ თუ არ შეწყდება საქართველოში დემოკრატიული სივრცის გაუქმების მცდელობა რუსული რეჟიმის მიერ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენი ურთიერთობების გაუმჯობესების არანაირი შანსი არ გვაქვს.

ამის საპასუხოდ, ვაშინგტონში გამართული შეხვედრიდან 2 დღეში, „ქართულმა ოცნებამ“ რუსეთის დავალებით გადაწყვიტა, მოეწყო მორიგი ტერორის დღე, როდესაც დღეს შევარდნენ სოლიდარობის ფონდების დამფუძნებლების სახლებში.

ეს არის რუსეთის დავალება. რუსეთის დავალებაა გაკეთდეს ყველაფერი იმის საწინააღმდეგოდ, რასაც ელოდება დასავლეთი. რუსეთის ინტერესში არ არის დასავლეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გადატვირთვა, პირიქით მათი ამოცანაა ჩვენი ქვეყნის სრული იზოლაცია. სწორედ ამ დავალებას ასრულებს ივანიშვილის რეჟიმი. ყოველ ჯერზე, როდესაც იღებს გაფრთხილებას ამერიკის შეერთებული შტატებიდან, საწინააღმდეგო ნაბიჯებს დგამს რომ უზრუნველყოს საქართველოს სრული იზოლაცია დასავლეთისგან. ეს არის მოღალატე, რუსეთის მოკავშირე ხელისუფლება, რომელიც რუსულ დავალებას ასრულებს“,-აღნიშნა სამადაშვილმა.

"დახურულ დიპლომატიურ საუბრებზე კომენტარს არ ვაკეთებთ“  -ასე პასუხობენ თეთრ სახლში  საქართველოს მმართველი პარტიის წარმომდგენლებთან  პირველი შეხვედრების  შესახებ დასმულ კითხვას. 

"შეერთებულმა შტატებმა ნათლად აჩვენა, რა ნაბიჯების გადადგმა შეუძლია საქართველოს მთავრობას,რომ დაამტკიცოს, რამდენად სერიოზულადაა განწყობილი  ურთიერთობის გაუმჯობესების კუთხით", - აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში. 

 

მსგავსი სიახლეები