აპირებს თუ არა შეფარდებული გირაოს გადახდას ნიკა მელია- პოლიტიკოსის პირველი კომენტარი
სანქცირებულმა მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა “კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერს, ნიკა მელიას 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. როგორც მელიამ სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს ყველაფერი რუტინაა და ახლა მთავარია, “საბრძოლო მოტივაციის, რწმენის და დისციპლინის შენარჩუნება“.
ნიკა მელიას თქმით, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია არაკონსტიტუციურია, რადგან მასში ერთი ოპოზიციონერი დეპუტატიც კი არ მონაწილეობს.
რაც შეეხება შეფარდებულ გირაოს-ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ გადაიხდის თუ არა, ეს მაშინ გაირკვევა, როდესაც გადახდის თარიღი მოვა.
არალეგიტიმური ე.წ. საგამოძიებო კომისია რატომაა, კონსტიტუციაში წერია, რომ შემადგენლობის მინიმუმ ნახევარი, დაკომპლექტებული უნდა იყოს ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ, ჩვენ ვეკითხებოდით ე.წ. პროკურორებს და მოსამართლეებს, დაგვისახელეთ ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი მაინც, ვინც წულუკიანის კომისიაში არის, 5 უნდა იყოს, არ დაუსახელებია. ეს არის რუტინული პროცესი, მთავარი ახლა მოტივაციის შენარჩუნებაა, საბრძოლო მოტივაციის, რწმენის და დისციპლინის, დანარჩენი ყველაფერი არის რუტინა.
რაც შეეხება ე.წ. გირაოს- როდესაც მოვა ამისი კალენდარული დღე, ამასთან დაკავშირებით ჩემი და ჩემი მეგობრების პოზიცია გეცოდინებათ,- განაცხადა მელიამ.
კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერს, ნიკა მელიას 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
გადაწყვეტილება სანქცირებულმა მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
ნიკა მელიას ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. რეჟიმი ოპოზიციონერ პოლიტიკოსს წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობას ედავება.