კობახიძე თუ კალაძე - ვის ჩააბარებს ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარის პოსტს?

29.04.25 20:34
კობახიძე თუ კალაძე - ვის ჩააბარებს ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარის პოსტს?

"ქართული ოცნების" დეპუტატებმა შესაძლოა, არც იცოდნენ, ვინ იქნება მალე მათი პარტიის ახალი უფროსი. გადაწყვეტილების პროცესში ვერ ერთვებიან და ყველა ივანიშვილის არჩევანს ელოდება. მაგალითად, რიმა ბერაძემ "პირველებისგან" გაიგო, რომ პირველი პირის პოზიციაზე ერთმანეთის კონკურენტებად კობახიძე და კალაძე ითვლებიან. მას პრობლემა არც ერთზე აქვს და არც მეორეზე, თუმცა ჩანს, რომ კობახიძეს უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავს.  

"ქართულ ოცნებაში" თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ახლა წესით გენერალური მდივანი კახა კალაძეა. პოზიციით ის პარტიაში მეორე კაცად ითვლება, თუმცა პირველკაცობა კობახიძესთან ერთად, სავარაუდოდ, მასაც უნდა. მართალია, პროცესისგან ღარიბაშვილი დისტანცირდა, თუმცა შიდა ომი ამით არ სრულდება. ოლიგარქის კარზე ერთმანეთის პირისპირ კობახიძე/კალაძის კლანები დგანან. 

თუ ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილის შემდეგ კალაძის გავლენებსაც დაამარცხებს და თავმჯდომარე გახდება, მას პარტიასა და მთავრობაზე სრული ძალაუფლება ექნება. ივანიშვილმა მისი კადრები დაანიშნინა ყველა უწყებაში ბოლო სამთავრობო ცვლილებების დროს.

ექსპერტებს კობახიძის გაძლიერება შემთხვევითი არ ჰგონიათ და ფიქრობენ, რომ ოლიგარქი პრემიერს უფლებებს ერთი მიზნით უზრდის - ძალაუფლებას პასუხისმგებლობაც მოჰყვება და თუ ივანიშვილი საჭიროდ ჩათვლის, მისი გაწირვა გამარტივდება. 

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები