ოლიგარქის სანქციებიდან გამოხსნის მცდელობა - რით დაბრუნდა კობახიძის ვიცეპრემიერი ვაშინგტონიდან
შალვა პაპუაშვილი პასუხი ცხადყოფს, რომ ამერიკიდან კობახიძის მოადგილე ხელცარიელი დაბრუნდა. სახელმწფიო დეპარტამენტსა და თეთრ სახლში შეხვედრების შემდეგ ლევან დავითაშვილმა ოლიგარქისთვის კარგი ამბები ვერ ჩამოიტანა, ამიტომ დღეს "ოცნების" ლიდერი შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ საქართველომ კი არ უნდა სცადოს შტატებთან ურთიერთოების დალაგება, არამედ პირველ ნაბიჯი შტატებმა უნდა გადადგას.
"ქართული ოცნების" სახელით ლევან დავითაშვილი ამერიკაში ივნიშვილის სანქცირებულთა სიიდან ამოღებას ითხოვდა. ამ სანქციებმა ქართველი ოლიგარქს მძიმე დარტყმა მიაყენა და 6 მილიარდიანი ქონება გაუნახევრა.
რა მოხდა სახელწმფიო დეპარტამენტში, დეტალებზე პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია არ საუბრობს, თუმცა "გლობალნიუსისთვის" გაგზავნილ წერილობით პასუხში ამბობს, რომ მათ აუხსნეს "ოცნების" წარმომადგენლებს, რა არის საჭირო მათი მხირდან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.
რა აღადგენს საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას? პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების ჩატარება თავისუფალ და სამართლიან გარემოში - ასეთია მესამე სექტორის ხედვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველო რუსეთის წინაშე მარტო და დაუცველი რჩება.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.