პოლიტიკური კრიზისის დაძლევის გზები - "ძლიერმა საქართველო" რეგიონებში მოსახლეობას ხვდება

29.04.25 20:44
პოლიტიკური კრიზისის დაძლევის გზები - "ძლიერმა საქართველო" რეგიონებში მოსახლეობას ხვდება

როგორ უნდა დაძლიოს საქართველომ მძიმე პოლტიკური კრიზისი? ამ თემებზე სალაპარაკოდ რეგიონების მოსახლეობასთან "ძლიერმა საქართველომ" შეხვედრები დაიწყო. პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ ყველა ქალაქში ხალხთან პირისპირ შეხვედრებით უნდა ახსნან, რომ ეს ბრძოლა უნდა გაგრძელდეს. ახალი არჩევნები და ყველა პატიმრის გათავისუფლება - თელაველებთან შეხვედრაზე დღეს ხაზარაძემ თქვა, რომ ეს არის კრიზისი დაძლევის ერთადერთი გზა. 

ხალხში საპროტესტო განწყობა არ იცვლება -ასე ფიქრობენ "ძლიერ საქართველოში" და რეგიონებში გასვლა სწორედ ამის გამო დაგეგმეს, რომ ადგილზე ადამიანების კითხვებს თავად უპასუხონ. "ქართული ოცნება" ყალბი ამბებით ცდილობს პროტესტის ჩახშობას, ამიტომ პირისპირ შეხვედრა ადამიანებთან ყოველთვის სწორი სვლაა, ამბობენ ლელოში. 

პოლიტიკური დაპირისპირებით ხელისუფლება ცდილობს, ყველა სხვა პრობლემა რაც ხალხს აწუხებს, დღის წესრიგიდან ამოიღოს, მოქალაქეებს აიძულოს, ილაპარკონ არა რეალურ, არამედ "ოცნების" მიერ ხელოვნურად შექმნილ თემებზე, ამიტომ ოპოზიცია ფიქრობს, რომ ყველა რეგიონში ხალხის გასაჭირს მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ და ის ყურადღების მიღმა არ დარჩეს. 

ვრცლად ნახეთ დიანა ჩირგაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები