გიორგი მენაბდის საქმე - პროცესზე პროკურატურის 4 მოწმეს დაკითხავენ

29.09.21 12:13
გიორგი მენაბდის საქმე - პროცესზე პროკურატურის 4 მოწმეს დაკითხავენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში დათუნა სარალიძის მკვლელობის საქმის განხილვა გრძელდება. დღეს მხარეებმა მოსამართლეს ახალი მტკიცებულებები უნდა წარუდგინონ. დათუნა სარალიძის ჯგუფურად მკველობაში ბრალდებული დეკანოზ შიო მენაბდის შვილი ბრალს კვლავ არ აღიარებს.

ბრალდების მხარემ დღეს 4 მოწმე უნდა დაკითხოს, რომლებიც ახალგაზრდებს შორის მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების უშუალო თვითმხილველები არიან. შესაბამისად, ისინი მკვლელობის ადგილზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობენ.

გიორგი მენაბდე ხორავას ქუჩის საქმის ფარგლებში დააკავეს. ბრალდებულს დავით სარალიძის ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას ედავებიან.

მსგავსი სიახლეები