ჩხრეკების მიზანი იყო, რომ ამგვარი ფონდების შექმნა აღარავინ გაბედოს - იურისტი

30.04.25 11:49
ჩხრეკების მიზანი იყო, რომ ამგვარი ფონდების შექმნა აღარავინ გაბედოს - იურისტი

იურისტი ელენე ქაიხოსროშვილი ფიქრობს, რომ ფონდების დამფუძნებლების ბინებში ჩხრეკა ადამიანების დაშინებას ემსახურება. მისი თქმით, "ოცნება" ცდილობს, რომ ადამიანები აქციებზე აღარ გავიდნენ და თავი მშვიდად აღარ იგრძნონ.  

ეს იყო იმისთვის, რომ არავინ გაბედოს მომავალში თუნდაც ამგვარი ფონდების შექმნა, იმიტომ, რომ ადამიანებმა არ იგრძნონ თავი მშვიდად, რომ გამოვიდნენ აქციაზე და რეალურად ვის უტევენ? ჩვენ ვნახეთ, რომ ადაჯრიმებენ სოციალურად დაუცველ ადამიანებს, დევნილებს, რომლის შემოსავალი და პენსიაც არ სცდება 300 ლარს. მათ აჯარიმებენ 5 ათასი ლარით და თურმე ახლა ესენი გვეუბნებიან, რომ მათი დახმარება, მათი სოლიდარობა და მათთვის ორგანიზაციულად ამ ფონდების შექმნა, მაგალითად, ამ ჯარიმების გადასახდელად, არის დანაშაული, - ამბობს ელენე ქაიხოსროშვილი.

გუშინ, 29 აპრილს პროკურატურის თანამშრომლებმა  „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის; მისი შვილის, მარიამ გეგუჩაძის; აქტივისტ მარიამ ბაჯელიძის; არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის, ალეკო ცქიტიშვილისა და ფონდის, „ერთმანეთისთვის 24/7-ის“ დამფუძნებლის, გუგა ხელაძის საცხოვრებელ ბინებში ჩხრეკა ჩაატარეს. 

  • ჩხრეკის დაწყების დროს ბინებში ნანუკა ჟორჟოლიანისა და მარიამ ბაჯელიძის არასრულწლოვანი შვილები იყვნენ.

პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ჩხრეკა „საბოტაჟის“ მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში ჩატარდა.

საქმე მოძრაობა ვატო შაქარიშვილის ორგანიზაციის მიერ შეტანილი სარჩელის საფუძველზე თებერვალში აღიძრა.

მიმდინარე წლის 17 მარტიდან დღემდე დაყადაღებულია იმ ორგანიზაციის ანგარიშები, რომლებიც აქციებზე დაპატიმრებულ მონაწილეებს, მათ ოჯახებსა და დაზარალებულებს ფინანსურად ეხმარებოდნენ. 

 

მსგავსი სიახლეები