"ოცნება" თესავს ქარს და მიიღებს ქარიშხალს - კახა გოგიძე

30.04.25 11:59
"ოცნება" თესავს ქარს და მიიღებს ქარიშხალს - კახა გოგიძე

 

 

მსახიობი კახა გოგიძე გუშინდელ ჩხრეკებს ეხმიანება და ამბობს, რომ რეჟიმი ყოველდღიურად "ქარს თესავს". ხელოვანის თქმით, "ოცნება" საბოლოოდ, ქარიშხალს მოიმკის და ეს გარდაუვალია. 

ერთ რამე ვერ თვლიან, ეს აღარ არის 37 წელი, ეს აღარ არის გასულ საუკუნე და ეს აღარ არის ის ხალხი, რაც იყო მაშინ. აქ უკვე თავისუფალ ხალხთან აქვთ საქმე, ახალგაზრდებთან აქვთ საქმე. ყოველ დღე თესავენ ქარს და მოსავალი ექნებათ ქარიშხალი, ეს არის გარდაუვალი, - ამბობს კახა გოგიძე. 

გუშინ, 29 აპრილს პროკურატურის თანამშრომლებმა  „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის; მისი შვილის, მარიამ გეგუჩაძის; აქტივისტ მარიამ ბაჯელიძის; არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის, ალეკო ცქიტიშვილისა და ფონდის, „ერთმანეთისთვის 24/7-ის“ დამფუძნებლის, გუგა ხელაძის საცხოვრებელ ბინებში ჩხრეკა ჩაატარეს. 

  • ჩხრეკის დაწყების დროს ბინებში ნანუკა ჟორჟოლიანისა და მარიამ ბაჯელიძის არასრულწლოვანი შვილები იყვნენ.

პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ჩხრეკა „საბოტაჟის“ მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში ჩატარდა.

საქმე მოძრაობა ვატო შაქარიშვილის ორგანიზაციის მიერ შეტანილი სარჩელის საფუძველზე თებერვალში აღიძრა.

მიმდინარე წლის 17 მარტიდან დღემდე დაყადაღებულია იმ ორგანიზაციის ანგარიშები, რომლებიც აქციებზე დაპატიმრებულ მონაწილეებს, მათ ოჯახებსა და დაზარალებულებს ფინანსურად ეხმარებოდნენ. 

 

მსგავსი სიახლეები