არანაირი მოლოდინი არ არსებობს შეწყალების - პაპუაშვილი სააკაშვილზე

29.09.21 12:52
არანაირი მოლოდინი არ არსებობს შეწყალების  - პაპუაშვილი სააკაშვილზე

"ქართული ოცნების" საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი, შალვა პაპუაშვილი, ამბობს,  სალომე ზურაბიშვილის მხრიდან სააკაშვილის შეწყალების მოლოდინი არ არსებობს. პაპუაშვილი ასევე უარყოფს, რომ ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ ახალ საქმეებზე დაიწყოს ძიება. 

არ მგონია, რომ  რომელიმე საერთაშორისო პარტნიორს ჰქონდეს სურვილი, ჩაერიოს მკვლელობის და ცემის საქმეში ბრალდებული და სასჯელმისჯილი ადამიანის საპატიმროდან დახსნის საკითხში. 

 არანაირი მოლოდინი არ არსებობს შეწყალების და რაც შეეხება ახალ საქმეს, რა საჭიროება არსებობს ახალი საქმის, როცა 2 საქმეზე მიმდინარეობს სასამართლო განხილვა და მასზე ჯერ არ არის განაჩენები დამდგარი", - თქვა პაპუაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები