"ოკუპანტის საამებლად დაწერილი ტექსტი" - თამაზ დათუნაშვილი სუსის ანგარიშზე
სუსის ანგარიში მოსკოვშია დაწერილი, - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" წევრი თამაზ დათუნაშვილი საუბრობს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ამ ანგარიშში პირველად ოფიციალურად დაფიქსირდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საგარეო კურსი შეიცვალა.
დათუნაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ დოკუემნტის ტექსტის ოკუპანტის საამებლად არის დაწერილი.
სუსის ანგარიში დაწერილია არა თბილისში, არამედ მოსკოვში. ეს ორგანიზაცია, რეალურად, დღეს რომ იკვლევდეს უცხოურ გავლენებს საქართველოში, პირველ რიგში, უნდა დაინტერესებულიყო ბიძინა ივანიშვილის კავშირებით რუსულ სპეცსამსახურებთან. კლასიკურად ანტიდასავლური გზავნილებია. ამ ანგარიშში პირველად ოფიციალურად დაფიქსირდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეიცვალა საგარეო კურსი, იმიტომ, რომ ეს ანგარიში არის განწყობილი ანტიდასავლურად. ეს არის კაპიტულანტური ტექსტი, რომელიც დაწერილია საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ და ოკუპანტის საამებლად, - ამბობს თამაზ დათუნაშვილი.
პარლამენტის ვებგვერდზე სახელმწიფო უსაფრთხოებს სამსახურის [სუს] 2024 წლის ანგარიში გამოქვეყნდა.
ოხანაშვილის უწყება 66 გვერდიან დოკუმენტში ისევ „უცხო ქვეყნებზე“, „მაიდანიზაციასა“ და „ფერად რევოლუციებზე“ საუბრობს და ირწმუნება, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები „საკუთარი ქვეყნების ინტერესების” გასატარებლად აქტიურად ცდილობდნენ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან და მათ ლიდერებთან კავშირის დამყარებას.
ანგარიშს რომელსაც ხელს "ქართული ოცნების" სუს-ის ხელმძღვანელი აწერს, საუბარი, ძირითადად, ოპოზიციის, მედიის და არასამთავრობო სექტორის დასავლეთთან საეჭვო კავშირებზეა.