"რუსეთის გათეთრებას ემსახურება" - აქუბარდია სუსის ანგარიშზე

30.04.25 14:08
"რუსეთის გათეთრებას ემსახურება" - აქუბარდია სუსის ანგარიშზე

გახარიას გუნდის წევრი თეონა აქუბარდია ამბობს, რომ სუსის ანგარიში რუსეთის გათეთრებას ემსახურება. ოპოზიციონერის თქმით, დოკუმენტის ტექსტი ცხადყოფს, რომ "ოცნებას" ქვეყნის საგარეო ვექტორი შეცვლილი აქვს. მისი თქმით, უკვე ნათელია, რა მისიით მიავლინეს ოხანაშვილი სუსში. 

საგარეო ვექტორი არის შეცვლილი და საფრთხე რუსული ოკუპაციის შემდგომ მოდის სწორედ დასავლეთისგან რეჟიმისთვის, რომელიც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მიდის. ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილში არის ასევე მნიშვნელოვანი ხაზგასმა იმისა, რომ ოკუპირებულ ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ფლოტის განთავსება არ მიმდინარეობს მიუხედავად არაერთი ვიდემტკიცებულებისა და  რომ იქ, თურმე, სავარაუდოდ, საკონტენიერო ტერმინალის მშენებლობაა, რაც კვლავ რუსეთის გათეთრებას ემსახურება.
 

პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, კრიტიკული მედია სრულიად დასავლეთის სპეცსამსახურებად არიან მოხსენიებულები და სრულიად რუსული ნარატივია ამ ანგარიშში ჩემთვის. აბსოლუტურად ნათელია, თუ რა მისიით მივიდა ოხანაშვილი სუსში, - ამბობს თეონა აქუბარდია. 
 

პარლამენტის ვებგვერდზე სახელმწიფო უსაფრთხოებს სამსახურის [სუს] 2024 წლის ანგარიში გამოქვეყნდა.

ოხანაშვილის უწყება 66 გვერდიან დოკუმენტში ისევ „უცხო ქვეყნებზე“, „მაიდანიზაციასა“ და „ფერად რევოლუციებზე“ საუბრობს და ირწმუნება, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები „საკუთარი ქვეყნების ინტერესების” გასატარებლად აქტიურად ცდილობდნენ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან და მათ ლიდერებთან კავშირის დამყარებას.

ანგარიშს რომელსაც ხელს "ქართული ოცნების" სუს-ის ხელმძღვანელი  აწერს, საუბარი, ძირითადად, ოპოზიციის, მედიის და არასამთავრობო სექტორის დასავლეთთან საეჭვო კავშირებზეა.

 

მსგავსი სიახლეები