რუსეთი "ოცნების" ხელით ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობას კლავს - მიხეილ [პაპუნა] ჯანელიძე
იმ მომენტში, როცა ყველაზე ახლოს მივედით ჩვენს ისტორიულ მიზანთან, ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრობასთან, რუსეთი, ქართული ოცნების ხელით, ამ შესაძლებლობას ჩვენს ქვეყანას უკლავს - ამის შესახებ აგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მიხეილ [პაპუნა] ჯანელიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, "ოცნება" დაჩქარებული ტემპით ანადგურებს ყველა თავისუფალ სივრცეს და თავისუფალ ადამიანს, რისთვისაც და ვისთვისაც ევროპული ოჯახის წევრობა არის ღირებული:
კლავს, რადგან მიზანმიმართულად და დაჩქარებული ტემპით ანადგურებს ყველა თავისუფალ სივრცეს და თავისუფალ ადამიანს, რისთვისაც და ვისთვისაც ევროპული ოჯახის წევრობა არის ღირებული.
ევროკავშირის მცდელობებს, რომ საქართველო არ დაკარგოს რაღაც ტიპის დიალოგით ქართულ ოცნებასთან, ისეთივე შედეგი ექნება, რა შედეგიც ჰქონდა მათ დიალოგს პუტინთან.
პაპუაშვილის პასუხიც ამას მოწმობს, "ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და ბრიუსელშიც ძალიან კარგად იციან - თუ რა დამოკიდებულება აქვს ქართველ ხალხს, რა პრეტენზიები აქვს ქართველ ხალხს ბრიუსელის მიმართ", რომელიც აიგივებს ქართულ ოცნებას ქართველ ხალხთან, ხოლო ევროკავშირს - საბჭოთა კავშირთან"- აღნიშნავს "ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსანი.