"გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა" - 4 მაისს, 15:00 საათზე ისნის მეტროდან შსს-მდე ერთობის მარში გაიმართება

30.04.25 15:03
"გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა" - 4 მაისს, 15:00 საათზე ისნის მეტროდან შსს-მდე ერთობის მარში გაიმართება

"გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა" - ამ მოთხოვნით, კვირას, 4 მაისს, 15:00 საათზე ისნის მეტროდან კახეთის გზატკეცილზე მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობამდე ერთობის მარში გაიმართება.

"ვაგრძელებთ ბრძოლას რეჟიმის წინააღმდეგ! არალეგიტიმური, თვითმარქვია ხელისუფლება არ წარმოადგენს ხალხის ნებას და უნდა წავიდეს! 150 დღეზე მეტია თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხი ყოველდღე ძალადობის, ტერორის და უსამართლობის პირისპირ იბრძვის მტკიცედ.

4 მაისს მსვლელობით მივდივარ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან (ნოე რამიშვილის ქუჩა N38, კახეთის გზატკეცილი), რათა ხმა მივაწვდინოთ მათ, ვინც ცრუ მოწმეებად, მოძალადეებად და რეპრესიული რეჟიმის იარაღებად იქცნენ.

ერთობა იკრებს ძალას. ერთად, ჯიუტად და მტკიცედ ვუპირისპირდებით არალეგიტიმურ მმართველობას. ჩვენ არ გვეშინია! არ გავჩერდებით! არ დავნებდებით! ეს ბრძოლა თავისუფლებისთვისაა!", - წერია განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები