მოსამართლე ჩაგუნავა ირაკლი კუპრაძის საქმეზე გადაწყვეტილებას 5 მაისს გამოაცხადებს

30.04.25 17:23
მოსამართლე ჩაგუნავა ირაკლი კუპრაძის საქმეზე გადაწყვეტილებას 5 მაისს გამოაცხადებს

გირაო თუ ადმინიტრასტრაციული პატიმრობა? - მოსამართლე კობა ჩაგუნავა კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კუპრაძის საქმეზე გადაწყვეტილებას 5 მაისს გამოაცხადებს. 

"ლელოს" გენერალურ მდივანს რეჟიმი 2 თებერვალს, გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება, თუმცა დღეს სასამართლო ხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ვიდეოში ჩანს, რომ კუპრაძე უკვე გადაკეტილ რუსთაველზე ჩნდება. 

თავად ოპოზიციონერი ლიდერი დღევანდელ სხდომას უმორისტული ჟანრის სასამართლოდ აფასებს და ამბობს, რომ რეჟიმი ამით ვერ შეაშინებს და იმდენჯერ დადგეა რუსთაველის გამზირზე ხალხის გევრდით, რამდენჯერაც საჭირო იქნება.

იყო იუმორისტული ჟანრის სასამართლო პროცესი, სადაც ოქმი ბათილია, ოქმის შემდგენი პოლიციელი არ გამოცხადდა. ვინც იდენტიფიცირება გააკეთა შესაბამისი პროგრამით, არც ის პოლიციელი გამოცხადდა. მხოლოდ შსს-ს წარმომადგენელი გამცოხადაა, რომელმაც თქვა, რომ უბრალოდ წესი დავარღვიე, რაღაც, ივანიშვილის მიერ მიღებული, რომელიც ითავლსიწინებს ან 15 დღიან პატიმროაბს, ან 5000 ლარიან ჯარიმას. მედავებიან 2 თებერვლის დღეზე, უკვე გასულია დაახლოებით 3 თვე. პასუხი ნათელია. რამდენჯერაც საჭირო იქნება, იმდენჯერ ვიქნები რუსთაველის გამზირზე ჩვენს მოქალაქეებთან ერთად", - ამბობს ირაკლი კუპრაძე. 

მსგავსი სიახლეები