არ დავივიწყოთ, ჩვენ ანწუხელიძის ქვეყანაში ვცხოვრობთ - მამუკა ხაზარაძე

30.04.25 17:34
არ დავივიწყოთ, ჩვენ ანწუხელიძის ქვეყანაში ვცხოვრობთ - მამუკა ხაზარაძე

"ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ჯარისკაცებს  შეიარაღებული ძალების დღეს ულოცავს.

ხაზარაძის თქმით, როცა მტერი ასე ახლოსაა, სწორედ       ჯარისკაცები არიან ქვეყნის უსაფრთხოებისა და მშვიდობის გარანტი. 

არ დავივიწყოთ, ჩვენ ანწუხელიძის ქვეყანაში ვცხოვრობთ - აცხადებს ოპოზიციონერი ლიდერი. 

საქართველოს თითოეულ ჯარისკაცს ვულოცავ შეიარაღებული ძალების დღეს! 
დღეს, როდესაც ქვეყნის საუკუნოვანი მტერი ასე ახლოსაა და გვიტევს ყველა ფლანგზე, თქვენ ხართ ჩვენი უსაფრთხოებისა და მშვიდობის გარანტი. 
არ დავივიწყოთ, ჩვენ ანწუხელიძის ქვეყანაში ვცხოვრობთ და უდიდესი პასუხისმგებლობა გვაკისრია სამშობლოს წინაშე! 
ჩვენ, ყველა ერთად - ვემსახურებით საქართველოს!", - აცხადებს მამუკა ხაზარაძე. 

მსგავსი სიახლეები