რუსეთის სამსახურში მმართველი პარტიის სახელით - კახი კალაძის სიძე მოსკოვს ერთგულებას ეფიცება

30.04.25 20:32
რუსეთის სამსახურში მმართველი პარტიის სახელით - კახი კალაძის სიძე მოსკოვს ერთგულებას ეფიცება

კახა კალაძის სიძე, პაატა აბულაძე რუსეთში მმართველი პარტიის სახელით ჩავიდა. ის თავად წარადგენს რუსულ მედიაში თავს "ქართული ოცნების" დამფუძნებლად და პოლიტიკურ წრეებშიც ასე ეცნობა.  აბულაძე რუსეთის სამსახურშია, მთელი მისი პროპაგანდისტული გზავნილებით. კალაძის დის ქმარს ჯარისკაცის მამას უწოდებენ, რადგან მისი ორი შვილი უკრაინაში რუსეთის მხარეს იბრძვის. მოსკოვში ჩასული აბულაძე ომში საქართველოს ჩათრევაზე შეთქმულების თეორიებს ჰყვება.

დიდი ხანია რაც დედაქალაქის მერის სიძე უკრაინის წინააღმდეგ მთავარ პროპაგანდისტულ იარაღად არის ქცეული, ჩავიდა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზეც. "ოცნების" რეჟიმი ამტკიცებს, რომ ქვეყანა ევროპისკენ მიჰყავს, ამ დროს ივანიშვილის პარტიის სახელით რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას ითხოვს საქართველოდან
 ჩასული აბულაძე და თან ამტკიცებს, რომ ოკუპანტი ჩვენთვის უსაფრთხოების გარანტია.

კახა კალაძის დის ქმარი ჰყვება, როგორ "აიძულებდა ცივილიზებული სამყარო საქართველოს ომში ჩართვას". ოცნების პროპაგანდასაც ერთო ერთში იმეორებს. ვცადეთ, აბულაძისთვის გვეკითხა, რეალურად რა მიზნით ჩავიდა რუსეთში და გააგზავნა თუ არა ის ქართულმა ოცნებამ? პაატა აბულაძე ისე გაღიზიანდა, რომ გინება დაიწყო.

კალაძის სიძე რუსეთის სამსახურში -ლიკა ჯანყარაშვილი დეტალებით

მსგავსი სიახლეები