რეჟიმის რღვევა და პანიკა "ოცნებაში" - რა ხდება ივანიშვილის გუნდში?
"რეჟიმის ნგრევა დასასრულს უახლოვდება" - ასე ხედავს "ქართულ ოცნებაში" მიმდინარე რყევებს სალომე ზურაბიშვილი. საქართველოს ბოლო არჩეული პრეზიდენტისთვის ირაკლი ღარიბაშვილის პარტიიდან წასვლამ ყველა ბევრ კითხვას პასუხის გასცა.
ყოველდღე მყარდება ეჭვი, რომ ღარიბაშვილი სანქციებს გაექცა. ზურაბიშვილი თვლის, რომ "ოცნების" მაღალჩინოსნებისთვის მტკივნეულია, წლების განმავლობაში დაგროვილი სიმდიდრით იზოლირებულად ცხოვრება.
"ქართულ ოცნებაში" შიდა რღვევაზე და სანქციების ეფექტზე საუბარი არ სურთ. ოპოზიციის შეფასებით, ივანიშვილის გუნდი საჩვენებელი სპეცოპერაციებით ალტერნატიულ დღის წესრიგს ქმნის აჩვენოს, თითქოს ძალაუფლებას ასხივებს. სავარაუდოდ ამას უკავშირდება, ჩხრეკა ხალხის დახმარების ფონდების ხელმძღვანელთა სახლებში.