უმძიმესი დანაშაული გორში - "პირველებმა" მამა-შვილის მკვლელობის ახალი დეტალები გაარკვია
პროკურატურის ოქროს მოწმე დეტალურად იხსენებს, როგორ გაიმეტა სასიკვდილოდ მამა-შვილი სერგო ახალკაცმა. ირკვევა, რომ მკვლელმა ჯერ 25 წლის გიორგი ცაციაშვილი მამის თვალწინ ჩაცხრილა, შვილის დასახმარებლად მისულ მამაზე ტყვიები რომ აღარ ეყო, ფიზიკურად გაუსწორდა და იმდენად მძიმე დაზიანებები მიაყენა, რომ დავით ცაციაშვილიც გარდაიცვალა.
შემზარავი მკვლელობა გორის ბაზართან მოხდა, დაკავებული სერგო ახალკაცი მოკლულ კაცთან ერთად წლების განმავლობაში მუშაობდა. ორივეს ტანსაცმლის და ფეხსაცმლის მაღაზია ჰქონდა. სავარაუდო კონფლიქტი, ლილოს ბაზრობიდან ერთნაირი პროდუქციის წამოღებისა გამო დაიწყო.
ირკვევა რომ დაკავებულმა სულ 5 გასროლა მოახდინა - ახლა საქმეში თვითმხილველების ჩვენებები, დანაშაულის იარაღი და სამედიცინო ცნობები დევს.
ორმაგი მკვლელობის საქმე - ანა მდივანი
მსგავსი სიახლეები
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე განმარტავს, რა პრინციპით გააგრძელებს მუშაობას
"გასაგებია, რომ საქმე პოლიტიკური საქმიანობების და პოლიტიკური პროცესების შეფასებას ეხება, მაგრამ მუშაობას გავაგრძელებთ პრინციპით, რომ მხარეებმა პოზიციები მაქსიმალურად კორექტულად წარმოადგინოს!"- თქვა ნადარაიამ