პროტესტი მწერალთა სახლში - ქეთი დუმბაძეს რეჟიმის მამხილებელი განცხადებების მოსმენა მოუწია

30.04.25 20:53
პროტესტი მწერალთა სახლში - ქეთი დუმბაძეს რეჟიმის მამხილებელი განცხადებების მოსმენა მოუწია

რეჟიმის მამხილებელი განცხადებების მოსმენა მწერალთა სახლის დირექტორს ქეთი დუმბაძეს  მისსავე ორგანიზებულ ღონისძიებაზე მოუწია, სადაც პოეტმა გაგა გოგსაძემ რეჟიმის ტყვეების თავისუფლება მოითხოვა, რუსული კანონი გააკრიტიკა და აქციის მონაწილე მწერლების მწერალთა სახლში დაბრუნება ისურვა.

მწერლების დიდი ნაწილი მწერალთა სახლს ბოიკოტს უცხადებს და რეჟიმის მხარდამჭერ, რუსულ კანონზე ხელმომწერ ქეთი დუმბაძესთან არ თანამშრომლობს. დუმბაძე ფიქრობს, რომ მწერალთა სახლი არავის არ ბლოკავს და  დაკავებულებს გათავისუფლება უსურვა.

მწერალთა სახლში გაგა გოგსაძის პოეზიის საღამო იმართებოდა, მწერლების ბოიკოტის გამო ღონისძიებას მხოლოდ ბოიკოტში არმყოფი ხელოვანები ესწრებოდნენ, რეჟიმის ტყვეების თავისუფლების მოთხოვნას ყველამ ტაში დაუკრა და დაეთანხმა, ქეთი დუმბაძემ კი ბოიკოტში მყოფი მწერლებთან   თანამშრომლობის აღდგენაზე თანხმობა განაცხადა.

პროტესტი მწერალთა სახლში - გვანცა ჩხიკვაძე დეტალებით

მსგავსი სიახლეები