მიტოვებული ძეგლი ნიჩბისში - ხალხი დახმარებას ითხოვს
რეჟიმის უმოქმედობის გამო სოფელ ქვემო ნიჩბისში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ნადგურდება. ციციშვილების ციხე-დარბაზი, რომელიც მე-17 საუკუნეშია აგებული უპატრონოდაა მიტოვებული. უნიკალური ისტორიული კომპლექსის შიდა ტერიტორია ეკალბარდებითაა დაფარული და პირუტყვის საბალახო სივრცედ არის გადაქცეული. ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს ნაცვლად, ახლა ადგილობრივები ცდილობენ, საკუთარი ძალებით ისტორიული ნაგებობა სოფელს შეუნარჩუნონ.
დარღვეულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისთვის გათვალისწინებული ვიზუალური არეალიც, რომლის მიხედვითაც 500 მეტრის რადიუსში შენობა-ნაგებობები არ უნდა იყოს. ციციშვილების ციხე-დარბაზის გალავანს კი საცხოვრებელი ნაგებობები აქვს მიდგმული.
მოსახლეობა შესაბამისს უწყებას რეაგირებას სთხოვს. ნიჩბისს, სადაც 54 ისტორიული ძეგლია განლაგებული, დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს, რაც ავტომატურად ადგილობრივებისთვის დამატებით ეკონომიკურ შემოსავალს გულისხმობს.
ადგილობრივებს დღეს პარტია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლები შეხვდნენ და პირადად მოისმინეს მათი პრობლემები. როგორც დეა მეტრეველი ამბობს, ციციშვილების ციხე-გალავანი კიდევ ერთი დასტურია, იმის რომ დღეს ოლიგარქის რეჟიმს კულტურული მემკვიდრეობა არ აინტერესებს და მათ განადგურებისთვის წირავს.
თუ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტო დროულ რეაგირებას არ მოახდენს, ციციშვილების ციხე-დარბაზი კიდევ ერთი ისტორიული ნაგებობა იქნება, რომელიც გაქრება.