ქვეყანას მართავს და უდანაშაულობის პრეზუმცია რა არის, არ იცის -გიორგი გახარია ღარიბაშვილზე

29.09.21 14:27
 ქვეყანას მართავს და უდანაშაულობის პრეზუმცია რა არის, არ იცის -გიორგი  გახარია ღარიბაშვილზე

პარტია ,,საქართველოსთვის" ლიდერი და თბილისის მერობის კანდიდატი აცხადებს, რომ ,,ოცნების" ახალი პიარდოკუმენტის შესახებ არაფერი იცის. გახარიას თქმით, საქართველოს პრემიერი უდანაშაულობის პრეზუმციას არღვევს.

წარმოდგენა არა მაქვს, რაზეა საუბარი. არ მინახავს ,,ოცნების" ახალი დოკუმენტი. ეს ავთენტურია, არ არის ავთენტური, ამის განხილვაში არ შევალ.

ერთი რამ ვიცი, ე.წ. ჯანსაღი ცხოვრების ეგიდით ჩემს წინააღმდეგ ცილისმწამებლური, პროპაგანდისტული მანქანა იყო ამუშავებული, ამაზე ადრეც ვსაუბრობდი და ახალი დოკუმენტი არ მჭირდება.

უფრო მეტსაც გეტყვით, ქვეყნის პირველი პირი გამოვიდა და თქვა, ჩვენ დავაბრალეთ და ახლა მან თავი იმართლოსო. ადამიანი ქვეყანას მართავს და უდანაშაულობის პრეზუმცია რა არის, არ იცის. ჩვენ ამ ყველაფერს ღირსეულად ვუპასუხებთ. სისულეებს და ტყუილს ჰყვებიან, ტყუილი კი სისუსტის მანიშნებელია - აცხადებს გიორგი გახარია.

მსგავსი სიახლეები