პროტესტის 63-ე დღე ჭიათურაში - მოშიმშილე მაღაროელები ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ
პროტესტის 63-ე დღე ჭიათურაში - მოშიმშილე მაღაროელები ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ. უსამსახუროდ დარჩენილი ადამიანები დაუყოვნებლივ მოითხოვენ მათი დაკავებული თანამოაზრეების გათავისუფლებას და პროცესებში სახელმწიფოს ჩართვას, რათა სამუშაო პროცესი ყველა გათავისუფლებული თანამშრომლისთვის აღდგეს.
დღეს, მშრომელთა დაცვის დღეა, ამიტომ უსამართლობასთან მებრძოლი მშრომელები, პირველ საათზე, ჭიათურაში აქციას გამართავენ. აქციაზე ელოდებიან ყველას, ვინც ფიქრობს, რომ ამ
ქვეყანაში მშრომელების უფლებები არ უნდა ირღვეოდეს.
გუშინ პოლიციური ძალებით აქციის 4 მონაწილე დააკავეს. დღეს არის მათი სასამართლო პროცესი ქუთაისში. ედავებიან 6-დან 9-წლამდე მუხლს. ამასთან, რამდენიმე მაღაროშიმ იძულების წესით ჩართეს ვენტილაცია. ერთი ნაბიჯი რჩება, რომ მანგანუმი გაიტანონ ჭიათურიდან. ამისათვის ყველა, არამარტო ჭიათურაში მცხოვრებლები უნდა ვიყოთ მზად და ამ უსამართლობას წინ უნდა აღვუდგეთ.
სოცკი, რუსი ოლიგარქი კი კომპანიაში ძალადობის ფაქტებით შემოდის"- აცხადებს მაღაროელი.
ჭიათურაში პროტესტი მას შემდეგ გამწვავდა, რაც 23 აპრილს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ“ განცხადება გაავრცელა, რომლითაც ირკვეოდა, რომ „ჭიათურაში სამთო წარმოების აღდგენა და რეორგანიზაცია დაიგეგმა“.
ამის შემდეგ თანამშრომლები ახალ პირობებზე ხელმოსაწერად დაიბარეს.
ერთი კვირაა, რაც ჭიათურელები ქალაქის ცენტრში იკრიბებიან და „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას - თებერვლის ხელფასის დარიცხვას ითხოვენ. ისინი ასევე ცენტრალურ მთავრობასთან შეხვედრის მოთხოვნით გამოდიან.