"ქართულ ოცნებაზე" წნეხი გაგრძელდება - ნიკა მელია
"ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ფიქრობს, რომ ივანიშვილის რეჟიმის არადემოკრატიულ ნაბიჯებზე დასავლეთის მხრიდან წნეხი გაგრძელდება.
"წინ გრძელი და მტკივნეული გზის გავლა მოუწევს "ქართულ ოცნებას" - ამბობს ნიკა მელია.
აქამდე დაწესებული სანქცია, ვფიქრობ, უკეთეს შემთხვევაში მათთვის შუა გზაა. წინ გრძელი და მტკივნეული გზის გავლა მოუწევს "ქართულ ოცნებას", თუ ისინი არ შეეგუებიან რეალობას, სადაც მათ მოუწევთ ახალი არჩევნების ჩატარება დემოკრატიულ გარემოში. თუ ეს სტატუს-კვო, როგორიც დღეს არის, იქნება შენარჩუნებული ივანიშვილის მიერ, დასავლეთი, იგივე დემოკრატიული მსოფლიო, სადაც დემოკრატიულ ფასეულობებს სცემენ პატივს, რა თქმა უნდა, მათი მხრიდან გაგრძელდება წნეხი არადემოკრატიულ ნაბიჯებზე". - განაცხადა ნიკა მელიამ.
ცნობისთვის, თეთრ სახლში მომუშავე ჟურნალისტმა, ალექს რაუფოღლუმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატა "MEGOBARI ACT"-ს მომავალ კვირას განიხილავს.