"MEGOBARI ACT"-ი ივანიშვილის რეჟიმისთვის უმძიმესი დარტყმა იქნება - სანიკიძე

01.05.25 12:30
"MEGOBARI ACT"-ი ივანიშვილის რეჟიმისთვის უმძიმესი დარტყმა იქნება - სანიკიძე

"ივანიშვილის რეჟიმისთვის უმძიმესი დარტყმა იქნება" - ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სანიკიძემ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში "MEGOBARI ACT"-ის მომავალ კვირას განხილვის თაობაზე საუბრის დროს განაცხადა. 

მისივე თქმით, ოპოზიცია ამერიკელ პარტნიორებთან აქტიურად მუშაობს იმის შესახებ, რომ ქართველი ხალხის მხარდასაჭერი აქტი ამერიკელმა პოლიტიკოსებმა დაჩქარებული წესით მიიღონ. 

ეს იქნება არამხოლოდ კონკრეტული უპირატესობის მინიჭება და სიკეთის მიღება საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, არამედ ივანიშვილის ხელისუფლებისთვის და მისი რეჟიმისთვის ეს იქნება უმძიმესი დარტყმა. კიდევ უფრო აქტიურად ვმუშაობთ ამერიკულ პარტნიორებთან, რომ აქტი დაჩქარებული წესით იქნეს მიღებული". - განაცხადა ლევან სანიკიძემ. 

ცნობისთვის, თეთრ სახლში მომუშავე ჟურნალისტმა, ალექს რაუფოღლუმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატა "MEGOBARI ACT"-ს მომავალ კვირას განიხილავს

მსგავსი სიახლეები