თუ სააკაშვილი გაბედავს საქართველოში ჩამოსვლას, ეს იქნება შეთანხმებული "ოცნებასთან" - გახარია
გიორგი გახარია დარწმუნებულია, რომ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის საკითხი "ოცნების" ინტერესებში შედის და მმართველი პარტია ყოფილ პრეზიდენტს გაურიგდა. გახარიას თქმით, სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში დააკავებენ, თუმცა "ოცნება" მას გამოუშვებს.
ეს არის "ოცნების" მიერ მოგონილი ზღაპარი, რომელსაც აგორებენ იმისთვის, რომ თავისი მომხრეების მობილიზება მოახდინონ. თუ სააკაშვილი საერთოდ გაბედავს საქართველოში ჩამოსვლას, ეს იქნება შეთანხმებული "ოცნებასთან". სააკაშვილის ადგილი ციხეშია. რაც მოხდება და "ოცნება" რასაც იკადრებს, ზუსტად იგივეს, რაც მელიას გაუკეთა - ამნისტია, ნახავთ ყველანი ერთად", - თქვა გახარიამ.