ეკატერინე ბენდელიანი გარემოს დაცვის სამინისტროდან გაათავისუფლეს
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოადგილე სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ წერს.
"ბრძოლა კი ერთადერთი გამოსავალია!“ - წერს ეკატერინე ბენდელიანი
„მძიმე არასდროს ყოფილა წერტილი, წერტილის დასმა კი ყოფილა მძიმე!
წერტილი დაუსვა ჩემს მუშაობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში რიგით მე-12 მინისტრმა, სადაც 2007 წლიდან ვმუშაობ. მიზეზი უცნობია, ასე ერთი ხელის მოსმით ყოფილა შესაძლებელი გაათავისუფლო საჯარო მოხელე, რომლის სახელსაც არაერთი პროექტი უკავშირდება.საკუთარ თავზე საუბარი ურთულესია, ყველაფერს თავისი სახელი ჰქვია.
ეს მდგომარეობა გულს გვიკლავს უძლურ ჭირისუფალს! ბრძოლა კი ერთადერთი გამოსავალია!“