რეჟიმი საქართველოში ოპოზიციის გაჩუმებისა და დაშინების მცდელობებს აგრძელებს - აუსტრევიჩუსი

01.05.25 17:41
რეჟიმი საქართველოში ოპოზიციის გაჩუმებისა და დაშინების მცდელობებს აგრძელებს - აუსტრევიჩუსი

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, დავით თეთრაულის მიერ პარტია "გირჩი-მეტი თავისუფლებისა" და პარტია "ახალის" პრესსამსახურის წარმომადგენლებისთვის 4 000-ლარიანი ჯარიმის დაკისრებას ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი X-ზე ეხმაურება.

ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელში წერს, რომ "რეჟიმი საქართველოში ოპოზიციის გაჩუმებისა და დაშინების მცდელობებს აგრძელებს". 

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააჯარიმა ოპოზიციური პარტია "ახალის" პრესსპიკერი მირანდა ბაღათურია და “გირჩი - მეტი თავისუფლების” პრესსპიკერი ანა ყურაშვილი, პოლიციელის ვითომ შეურაცხყოფისთვის. რეჟიმი საქართველოში აგრძელებს ოპოზიციის გაჩუმებისა და დაშინების მცდელობებს”, - წერს აუსტრევიჩუსი.

ოპოზიციური პარტიების - "ახალის" და "გირჩი-მეტი თავისუფლების" პრესსამსახურების წარმომადგენლებს, მირანდა ბაღათურიას და ანა ყურაშვილს 4 000-4 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრეს.  

მირანდა ბაღათურიას და ანა ყურაშვილს ადმინისტაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მეორე ნაწილს, პოლიციელ მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფას ედავებოდნენ.

მსგავსი სიახლეები