ივანიშვილის ბანკი სანქცირების მოლოდინში - გათიშავენ თუ არა "ქართუს" SWIFT-იდან

01.05.25 20:05
ივანიშვილის ბანკი სანქცირების მოლოდინში - გათიშავენ თუ არა "ქართუს" SWIFT-იდან

"ქართუ ბანკი" SWIFT-იდან გათიშვის საფრთხის ქვეშ - ევროპარლამენტში ყველაზე დიდი ჯგუფი, "იპიპი" ითხოვს, ოლიგარქის ბანკს ვიზა და მასტერქარდიც აღარ მოემსახურონ. ანუ, "ქართუ" კლიენტებს ვეღარც საბანკო ბარათებს შესთავაზებს. 

ივანიშვილი, რომელიც სანქციების გამო ისედაც ნახევარი ქონების იმედად დარჩა, შესაძლო,ა სრულ ფინანსურ იზოლაციაში მოექცეს. 

როდესაც ბანკის საქმიანობა ეჭვებს აჩენს, ან მისი მფლობელი საეჭვო კავშირების მქონე ოლიგარქია, მას საერთაშორისო გადარიცხვების სისტემიდან თიშავენ და უფუნქციოს ხდიან. გათიშულია ბელორუსული და რუსული ბანკები, ასევე აფრიკული და შუა აზიური ბანკები. ახლა, როგორც ჩანს, მათ რიცხვს ივანიშვილის ბანკიც შეემატება. 

ყველა ქართულ ბანკს ევროსა და დოლარის გადასარიცხად ევროპული და ამერიკული ბანკები ჰყავს პარტნიორად. "ქართუს" პარტნიორად გერმანული, იტალიური, უნგრული, თურქული, რუსული და აზერბაიჯანული ბანკები გამოიყენება. დოლარს "ქართუ" საქართველოს ბანკის გავლით რიცხავს, ოღონდ მითითებულია, რომ ამერიკული JPMorgan Chase Bank და Citibank შუამავლად არ უნდა გამოიყენონ. 

ექსპერტების მოსაზრებით, საერთაშორისო გადარიცხვების სისტემებიდან გამოთიშვა ბანკის ლიკვიდაციას უდრის, ეს კი ოლიგარქისთვის უდიდესი დარტყმა იქნება, რადგან ექსპერტების განცხადებით, ივანიშვილს ბანკი ქონების გადასამალად არაერთხელ გამოუყენებია. ივანიშვილს ახლა ერთი გზა რჩება, გამოიყენოს რუსული მირი, ან ჩინური სისტემა. 

რა ხდება ოლიგარქის თავს? - დეტალები ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები