რეორგანიზაცია საგარეო უწყებაში - რა წერია მაკა ბოჭორიშვილის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში
საგარეო საქმეთა სამინისტროში რეორგანიზაცია დაიწყო - "პირველების" ხელშია 29 აპრილით დათარიღებული დოკუმენტი, სადაც წერია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ საელჩოები, საკონსულოები და სამინისტროს აპარატი გააფრთხილა, რომ ცვლილებები იქნება.
მაკა ბოჭორიშვილის ხელმოწერილი ბრძანების აღსრულება სასწრაფოდ დაიწყეს. საკადრო წმენდის პირველი მსხვერპლი ლიეტუვაში საქართველოს საელჩოს ყოფილი მდივანი, გიორგი კობახიძე გახდა. კობახიძე პოსტიდან იმის გამო მოხსნეს, რომ ხელი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პეტიციას მოაწერა.
"ქართულმა ოცნებამ" რეპრესიები დეკემბრიდან დაიწყო. გაათავისუფლეს ყველა, ვისაც განსხვავებული აზრი ჰქონდა და ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებას, რომელიც 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირის გაწევრიანების პროცესის შეჩერებას გულისხმობდა, მხარი არ დაუჭირა.
დღეს კოალიცია "ძლიერმა საქართველომ" გაავრცელა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მაკა ბოჭორიშვილი ევროპული ინტეგრაციის გენერალურ დირექტორატსაც აუქმებს, თუმცა საგარეო საქმეთა სამინისტროში ამ ფაქტს უარყოფენ.
რა მიზანს ემსახურება მაკა ბოჭორიშვილის ხელით საელჩოებიდან სტაჟიანი კადრების გაშვება და ახლით ჩანაცვლება? - დეტალები ანა მდივანის რეპორტაჟში ნახეთ.