შტატების პასუხი "ოცნებას" - რა შედეგით დაბრუნდა დავითაშვილი ამერიკიდან საქართველოში
ლევან დავითაშვილი ვაშინგტონიდან კონკრეტული შედეგით ვერ ჩამოვიდა. ივანიშვილის ვიცე-პრემიერი შტატებში შეხვედრების შემდეგ პირველად გამოჩნდა და ისევ პერსპექტივებზე საუბრობდა. სავარაუდოდ, ვერც ბიძინა ივანიშვილს ჩამოუტანა კარგი ამბავი. თბილისში ჩამოსულს კი "მეგობარი აქტის" წარმომადგენელთა პალატაში მომავალ კვირას საბოლოოდ მოსმენაზე განხილვის ამბავი წამოეწია.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ სწორედ ეს არის შტატების გზავნილი "ოცნებისადმი" დავითაშვილის ვიზიტის შემდეგ.
მეგობარი აქტს ორპარტიული მხარდაჭერა აქვს, რაც მისი დამტკიცება ზრდის შანსებს და აჩენს პერსპექტივას, რომ მას დონალდ ტრამპის ხელმოწერაც ექნება. ივანიშვილის პარტიაში ტრამპის იმედს ბოლომდე არ კარგავენ, თუმცა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ "ოცნებას თავის დაძვრენის ფუჭი იმედი აქვს.
ოლიგარქის პარტიაში კარგად იციან, რომ თუკი "მეგობარი აქტი" დამტკიცდება, დასანქცირდება ივანიშვილი და ყველა ის პირი, ვინც ქვეყნის დემოკრატიული პროცესის ძირის გამოთხრაშია მხილებული.
დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.