რატომ უსმენდა სუსი დიპლომატებს? ხმაური და დაპირისპირება პარლამენტში

29.09.21 15:42
რატომ უსმენდა სუსი დიპლომატებს? ხმაური და დაპირისპირება პარლამენტში

,,ქალბატონო თინა, მორჩით დესტრუქციას, რა წესია, რა ქცევაა, კომიტეტზე ვართ თუ ტყეში, თქვენ უზრდელურად იქცევით" -პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, ,,ენმ" წევრს, თინა ბოკუჩავას, წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა.

რატომ უსმენდა სუსი დიპლომატებს? ოპოზიციის კითხვამ უმრავლესობა წყობიდან გამოიყვანა. ხმაური და დაპირისპირება იყო პარლამენტში. გაერთიანებული კომიტეტების სხდომა 20 წუთის დაგვიანებით დაიწყო. ოპოზიცია მმართველ გუნდს წესების დარღვევაში ადანაშაულებს. ევროკავშირის ელჩის განცხადებასთან დაკავშირებით თინა ბოკუჩავა საკითხის დამატებას მოითხოვდა, რაც უმრავლესობამ არ გაითვალისწინა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა.

სამხარაძის გაღიზიანება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ თინა ბოკუჩავა ბრიუსელში საქართველოს ელჩის დაბარების საკითხით დაინტერესდა.  

რაზე იყო საუბარი იმ შეხვედრაზე, რაზეც ბრიუსელში დაიბარეს საქართველოს ელჩი ევროკავშირში? მასობრივი მოსმებნების თაობაზე? რა აზრის ხართ თქვენ ვენის კონვენციის დარღვევაზე? - კითხვა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ,,ნაცმოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ, დაუსვა.

,,ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრის, მაკა ბოჭორიშვილის, განმარტებით, ბრიუსელში ელჩის დაბარება მხოლოდ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივებს ეხებოდა.

ევროკავშირის ელჩი წინა დღესაც იყო ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურში და საუბრობდა საქართველოს ევროპაში ინტეგრაციაზე. გუშინაც იყო. რაც შეეხება მოსმენებს, იცით, რომ ამაზე მიმდინარეობს გამოძიება, რომელშიც ჩვენი პარტნიორები არიან ჩართული. მის დასრულებამდე შეფასებებს არ გავაკეთებ განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

დაპირისპირება ისე გამწვავდა,  რომ კომიტეტის სხდომაზე მანდატურების შემოყვანა გახდა საჭირო. 

მსგავსი სიახლეები