დოლიძე ბორჯომის ვაგზლის ხანძარზე: ყოველ წელს მსგავსი ხანძარი ხდება და დღემდე არც ერთი არ არის გამოძიებული

01.05.25 20:53
დოლიძე ბორჯომის ვაგზლის ხანძარზე: ყოველ წელს მსგავსი ხანძარი ხდება და დღემდე არც ერთი არ არის გამოძიებული

კოალიცია ,,ხალხისთვის-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე ეწ. ბორჯომის ვაგზლის ტერიტორიაზე მივიდა. 

როგორც მან ადგილზე განაცხადა, “ყოველ წელს მსგავსი ხანძარი ხდება და დღემდე არც ერთი არ არის გამოძიებული“.

ეს წუხილი რაც აქ არის და რაც იყო, ყველაფერი იმის ბრალია, რომ ჩვენთან არის ე.წ ხელისუფლება, რომელსაც აქვს ერთი ამოცანა თვითონ გამდიდრდნენ და დანარჩენი მოსახლეობა გავღარიბდეთ. ეს მაფიოზური ჯგუფი მდიდრდება და დანარჩენი მოსახლეობა ღარიბდება. ამიტომაც არ უნდათ ამათ ევროკავშირი, რადგან ევროკავშირი აგებულია სოციალურ დაცვაზე.  წლებია დავდივარ მსგავს შემთხვევებზე, რამდენიმე წლის წინ ვიყავი სამგორში, როდესაც იქ ხანძარი გაჩნდა.  იმის წინ ვიყავი ლილოში, თუმცა დღემდე არც ერთი საქმე არ არის გამოძიებული. ერთიდაიგივე ხდება ყოველთვის, ერთი შემთხვევა მითხარით, სადაც ხანძარი გაჩნდა, შემდგომ გამოძიება ჩატარდა და ვინმე პასუხისგებაში მიეცათ. არ არსებობს ეგე ერთი საქმე მითხარით რომელიც გამოიძიეს. ერთიდაიგივე ხდება ყოველთვის, ერთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ რომელიმე ხანძარი გამოძიებულიყო. რა გახდა ის, რომ აქ ამ ადამიანებს ჰქონდეთ მეტი სოციალური დაცვა, ადამიანი არ იყოს დაუცველი ასეთი უბედურობებისგან - განაცხადა ანა დოლიძემ

მსგავსი სიახლეები