ბორჯომის ბაზარი პირდაპირ არის კალაძის გეგმაში და სამომავლოდ იქ გზა, ან გვირაბი უნდა გაკეთდეს-ხაბეიშვილი

01.05.25 21:50
ბორჯომის ბაზარი პირდაპირ არის კალაძის გეგმაში და სამომავლოდ იქ გზა, ან გვირაბი უნდა გაკეთდეს-ხაბეიშვილი

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ბორჯომის ვაგზლის ხანძარში კახა კალაძეს და ილია წულაიას ადანაშაულებს და ამბობს, რომ მათ ეს ყველაფერი წინასწარ ჰქოდნათ დაგეგმილი და გათვლილი, რათა შემდეგ, “ტერიტორია გზად, ან გვირაბად გამოეყენებინათ.“

როგორც ხაბეიშვილმა გადაცემა“რეაქციაში“ განაცხადა, წილოსანმა და რუხაძემ წულაიას აღნიშნული ტერიტორია 20 აპრილს მიჰყიდეს, 10 დღეში კი ბაზარიც დაიწვა.

მისი თქმით, “ბორჯომის ბაზარი პირდაპირ არის მოხვედრილი კალაძის გეგმაში, სადაც არის სამშენებლო პოლიგონი და სამომავლოდ იქ გზა, ან გვირაბი უნდა გაკეთდეს.“

ნინო წილოსანმა და რუხაძემ თავიანთი ქონება კალაძის ბიზნეს პარტნიორსა და ნათელ მირონზე, წულაიაზე გაასხვისეს. წულაია არის კახი კალაძის კასირი, მონოპოლისტი, სადაც არ უნდა გაიხედოთ, ყველგან არქი აშენებს კორპუსს. კალაძემ 2024 წელს, მთავრობის ხდომაზე ისაუბრა, რომ ამ ტერიტორიაზე ესტაკადა უნდა გაკეთდეს, ან ხიდი, ან გვირაბი. ეს ბაზრის ტერიტორია პირდაპირ არის დაკავშირებული იმ სამშენებლო პოლიგონთან, რომელიც დანაშაულებრივად დაკავშირებულია რუხაძე-წილოსანს, რომლებმაც მისცეს წულაიას და მან უნდა დაიწყოს მაღალსართულიანი ცათამბჯენების მშენებლობები. ეს მშენებლობა ღირებული რომ იყოს, სჭირდება გზა, სხვანაირად მშენებლობას არ ექნება აზრი. 20 აპრილს გადაუფორმეს ეს წულაიას და 10 დღეში იწვება ბაზარი, რომელიც პირდაპირ არის მოხვედრილი კალაძის გეგმაში, სადაც არის სამშენებლო პოლიგონი და სამომავლოდ იქ გზა, ან გვირაბი უნდა გაკეთდეს. მიზანმიმართულად დაწვეს, იცოდნენ რასაც აკეთებდნენ, კრიმინალური ჯგუფები ჯერ შეუშვეს, გააძარცვინეს და შემდეგ დაწვეს. მოვაჭრეებთან საუბარი და დაყოლიება რთული იქნებოდა, რადგან ხალხი პურის ფულს გამოიმუშავებს. ადგა, პირდაპირ გადაუწვა და დღეს გვამცნეს, რომ თურმე ხმალაძე შეხვდება დაზარალებულებს. ასეთი ხელისუფლება გვყავს, საკუთარი ფულისთვის და ბიზნესისთვის ადამიანებს ექცევა ასე“,- განაცხადა ხაბეიშვილმა. 

მსგავსი სიახლეები