ხაბეიშვილი: შეიქმნება მილიარდიანი ფონდი, რომელიც დაზარალებული და დაჯარიმებული ადამიანების კომპენსაციას უზრუნველყოფს
"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ამბობს, ხელისუფლება როგორც კი შეიცვლება, “მინიმუმ მილიარდიანი ფონდი შეიქმნება, რომელიც უზრუნველყოფს დაზარალებული, დასახიჩრებული, დაჯარიმებული ადამიანების კომპენსაციას.“
როგორც ხაბეიშვილმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, “სახელმწიფომ უნდა აიღოს შემდეგში ვალდებულება, რომ იმ უსამართლობისთვის, რაც ადამიანი ტანჯეს და გადაახდევინეს, ის ორმაგს მიიღებს.“
ყველა დაჯარიმებულმა უნდა იცოდეს, რომ ხელისუფლება როგორც კი შეიცვლება, მინიმუმ მილიარდიანი ფონდია შესაქმნელი, რომელიც უზრუნველყოფს დაზარალებული, დასახიჩრებული, დაჯარიმებული ადამიანების კომპენსაციას. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ამ ჯარიმებზე, სახელმწიფომ უნდა აიღოს შემდეგში ვალდებულება, რომ ამ უსამართლობისთვის რომ ადამიანი ტანჯეს, გადაახდევინეს, ორმაგს მიიღებს. ეს უნდა ველაპარაკოთ და ყველამ უნდა იცოდეს ეს. 5 ათას ლარიანი ჯარიმის ეშინია ხალხს და აღარ გამოდის,- განაცხადა ხაბეიშვილმა.