"ოცნების" საიდუმლო სიები - მმართველი გუნდი წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის მობილიზებას ცდილობს
"ქართულ ოცნებაში" წინასაარჩევნოდ კონსპირაციული შეხვედრები იმართება. მმართველი პარტია გადამწყვეტი არჩევნების წინ პარტაქტივს როსტომ მეფის სასახლეში იბარებს.
"ტვ პირველის " კამერამ დააფიქსირა, როგორ მიაქვთ და გამოაქვთ ცენტრალურ ოფისში მისულ "ოცნების" აგიტატორებს სიების მთელი დასტა.
,,ტვ პირველის" კამერის გამოჩენამ ადგილზე მისული პარტაქტივი გააღიზიანა.
,,პირველების" ინფორმაციით, სიებში იმ ადამიანების მონაცემებია, ვისი გადაბირება და იძულებაც მმართველი გუნდის აზრით, არჩევნების დღეს შესაძლებელია. "ქართული ოცნების" აგიტატორებს ევალებათ, რომ სიაში მოხვედრილი ხალხი არჩევნების დღეს მოაბილიზონ და გააკონტროლონ.