,,ოცნება" ბათუმში არჩევნების გაყალბებისთვის კრიმინალის დახმარებით ემზადება- ოპოზიცია
კრიმინალური ავტორიტეტები, როგორც მაშველი რგოლი. ,,ქართული ოცნება" ყველაფერზე მიდის და არჩევნების გაყალბებისთვის ე.წ კრიმინალური ავტორიტეტების დახმარებით ემზადება. გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატმა ბათუმიდან, გიორგი კირთაძემ, არაერთი მტკიცებულება მოიპოვა ,,ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბიდან, სადაც გაყალბების რამდენიმე სქემა მუშავდება.
ირკვევა, რომ პროცესებში ჩართულები არიან საჯარო მოხელეები, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები და პოლიციის თანამშრომოებიც კი. კირთაძის ინფორმაციით, ,,ქართული ოცნების" მაღალჩინოსნები სუს-ის თანამშრომლების თანხლებით ბაღების დირექტორებს, სოფლის ექიმებს კაბინეტებში იბარებენ და ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ არჩევნების გაყალბების საქმეში დახმარებას სთხოვენ.
მოვიპოვეთ მათი ე.წ. ოთახის კარდაკარის ოქმები. ეს ოქმები ყოველდღიურად დგება. მასში ხელს აწერენ საარჩევნო უბანზე გავლენის მქონე პირებიც, კრიმინალური ავტორიტეტებიცაა ამ სიებში.
გუშინ შეკრებილ ბაღების დირექტორებს და სოფლის ექიმებს პირადად ზურაბ ბათაძემ გადასცა ფულადი ჯილდო, რომ არჩევნების გაყალბების საქმეში ჩაერთონ - აცხადებს გია კირთაძე.