საქართველო პრესის თავისუფლების რეიტინგში 114 პოზიციაზე ჩამოქვეითდა - რა წერია კრიტიკულ ანგარიშში
"ქართული ოცნების" მმართველობა საქართველო სულ უფრო დიდი ფასი უჯდება. ქვეყანამ პრესის თავისუფლების რეიტინგში 11 პოზიცია დაკარგა და მთელს მსოფლიოში 114-ე ადგილზეა. საქართველოზე უფრო თავისუფალი მედია მეზობელ სომხეთშია, რომელიც 34 ადგილზე გავიდა. საქართველოს პრესის თასვისუფლების ინდექსში ზიმბამბვე და მონღოლეთიც კი უსწრებენ.
სიკვდილს სასწაულთ გადარჩენილი ჟურნალისტები ყვებიან, რომ ასეთი სწრაფი ტემპით პრესის თავისუფლების რეიტინგში პოზიციების კარგვაზე ერთადერთი პასუხისმგებლი ბიძინა ივანიშვილის რეჟიმია, რომელიც წლიდან წლამდე იგონებს ახალ შემზღუდავ ზომებს, რომ მედია დაადუმოს. ეს ყველაფერი "ერ ეს ეფ"-ის ანგარიშშიც არის ასახული. რეპორტიორები უსაზღვრებოდ დეტალურად აღწერენ რეჟიმის ქმედებებს, რომელიც მედიას კლავს.
მკვეთრი ვარდნის ერთ ერთ მიზეზი სინდის პატიმარი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის ციხეში გამოკეტვაა. საქართველოს შესახებ მომზადებულ ანგარიშს თან ახლავს განმარტება, რომ ამ ქვეყანაში რეჟიმს ჟურნალისტი ციხეში ჰყავს გამომწყვდეული.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.