ანექსია ეკონომიკით - რატომ არის ჩინეთთან პარტნიორობა საქართველოსთვის საშიში

02.05.25 20:46
ანექსია ეკონომიკით - რატომ არის ჩინეთთან პარტნიორობა საქართველოსთვის საშიში

ჩინური ვალის მახეში გაბმა მსოფლიოს მასშტაბით უკვე არაერთმა ქვეყანამ გამოსცადა. ინვესტიცია, რომელიც თავის ტკივილად იქცევა - კომუნისტური ჩინეთი იარაღის ნაცვლად ექსპანსიისთვის ეკონომიკას იყენებს. მარტივად რომ ავხსნათ: ჩინეთი განვითარებად ქვეყნებს სესხს სთავაზობს, თუ სესხს ვერ გადაიხდი, ან შენი მიწა აღმოჩნდება ჩინეთის ხელში ან სტრატეგიული ობიექტები. სესხები ჩინეთის ხელში კონტროლის და პოლიტიკური ზეწოლის იარაღია.  

შრილანკაში ჩინური სესხით აშენებული პორტი ჩინურ კომპანიას 99 წლით გადაეცა, კენიაში ლამის 5 მილიარდიანი რკინიგზა მიტოვებული დარჩა, კენია კი დიდი ვალის ქვეშ, ტაჯიკეთში ჩინეთმა ვალის სანაცვლოდ სახელმწიფო მიწა მოითხოვა.

ჩინეთის ეკონომიკური ინტერესები საქართველოში ისეთი ტემპით იზრდება, რომ მალე გაირკვევა, რა გველის. ანაკლიის სტრატეგიული პორტის ჩინეთისთვის გადაცემა იწელება, მაგრამ გეგმა ისევ ძალაშია - ჩინეთმა საქართველოში საბანკო სექტორში შემოსვლისთვის კვლევა უკვე დაიწყო. ეს შემთხვევითობა არ არის. ჩინური ბანკის გამოჩენას ჩინური თითქოს ინვესტიცია მოჰყვება, ამ დიდ ფულს კი მისი პირობებიც. ეს კომუნისტური ქვეყნის ფინანსურ მაქინაციებში გახვევის მხოლოდ პირველი ეტაპი შეიძლება, გახდეს.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები