"ქართული ოცნება" მუდმივად ხელოვნურ კრიზისებს ქმნის - კუპრაძე

02.05.25 21:37
"ქართული ოცნება" მუდმივად ხელოვნურ კრიზისებს ქმნის - კუპრაძე

"ქართული ოცნება" მუდმივად ხელოვნურ კრიზისებს ქმნის, - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

მისივე შეფასებით, ივანიშვილის რეჟიმის მიერ საზოგადოებაში ხელოვნურად შემოგდებული თემა "დიფ სთეითი" და მათ შორის, დავით გარეჯის საკითხია, რომელზეც "ოცნებამ" 2020 წელს წინასაარჩევნო კამპანია ააგო. 

"რამდენჯერმე რომ იყვნენ ალიევთან შეხვედრაზე ჩასული და გაღიმებული, გაკრეჭილი ფოტოები რომ დადეს, რამე შეცვალეს? არა" - აღნიშნა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა. 

"ქართული ოცნება" მუდმივად ქმნის ხელოვნურ კრიზისებს. ხელოვნური კრიზისია "დიფ სთეითი", შიშები, დავით გარეჯი, რომ თურმე საქართველოა. ვის ასწავლიან ამას? შეიცვალა მას შემდეგ რამე? არაფერი შეცვლილა. რამდენჯერმე რომ იყვნენ ალიევთან შეხვედრაზე ჩასული და გაღიმებული, გაკრეჭილი ფოტოები რომ დადეს, რამე მოხდა? რამე შეცვალეს? არა. ეს ხელოვნური კრიზისები არის ტყუილზე აგებული. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რეალურ პრობლემებზე ვისაუბროთ და არა "ქართული ოცნების" შემოტანილ ტყუილებზე." - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ. 

მსგავსი სიახლეები