არჩევნები ქვეყნისთვის დემოკრატიის ტესტია - სტივენ ნიქსი

29.09.21 17:06
არჩევნები ქვეყნისთვის დემოკრატიის ტესტია - სტივენ ნიქსი

IRI-ის  ევრაზიის რეგიონული  დირექტორი, სტივენ ნიქსი ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს და ამბობს, რომ არჩევნები საქართველოსთვის ტესტი იქნება. ნიქსი იმედს გამოთქვამს, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდება. 

IRI აქ ქართველი ხალხის და მათი დემოკრატიული მისწრაფებების მხარდასაჭერად ჩამოვიდა, ჩვენ გვინდა, მხარი დავუჭიროთ საარჩევნო პროცესს. ყველა არჩევნები ქვეყნისთვის დემოკრატიის ტესტია. აქ ჩვენი პატარა ჯგუფი იმყოფება, 5 მათგანი საქართველოში სექტემბრიდანაა, 3 მათგანი კი არჩევნების დღეს აქტიურად დააკვირდება. იმედი მაქვს არჩევნები მშვიდობიანად ჩატარდება და დაფიქსირდება მაღალი აქტივობა, პანდემიის მიუხედავად", - თქვა სტივენ ნიქსმა. 

უცხოელი დამკვირვებლები უკვე  საქართველოში იმყოფებიან.

მსგავსი სიახლეები