"მოსამართლეებს უნდა ეშინოდეთ, რადგან ისინი ბოროტმოქმედები არიან" - ხოშტარია

03.05.25 11:37
"მოსამართლეებს უნდა ეშინოდეთ, რადგან ისინი ბოროტმოქმედები არიან" - ხოშტარია

კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან სინდისის პატიმრის მშობლებთან ერთად იმყოფება, სადაც ამ წუთებში მოსამართლეების დიდი თავყრილობის პარალელურად აქცია იმართება.

ხოშტარიას თქმით, მოსამართლეებს უნდა ეშინოდეთ, რადგან ისინი "რუსულ რეჟიმს ემსახურებიან და უსამართლობას ჩადიან". 

სწორია, რომ ეშინიათ მათ უნდა ეშინოდეთ. უნდა ეშინოდეთ ყველი წუთის, ყოველი დღის, იმიტომ რომ ისინი არიან გარდა რუსული რეჟიმს მსახურები, პერსონალურად არიან ბოროტმოქმედები და ჩადიან უსამართლობას. შესაბამისად, მათ მოუწვეთ სულ გაგონება იმ სიმართლის ხმის, იმ პირების ხმის, რომელიც ამ ოჯახებს და მათ შვილებს აქვთ", - ამბობს ელენე ხოშტარია.

აღმაშენებლის ხეივანში ახლა გომელაურის პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა - იუსტიციის სკოლაში მისულ მოსამართლეებს სინდისის პატიმრების მშობლები პროტესტით დახვდნენ და შენობაში "მონას" შეძახილებით შეაცილეს.

შენობაში იმყოფებიან მოსამართლეები ლევან მურუსიძე, დიმიტრი გვრიტიშვილი მერაბ გაბინაშვილი. 

 

მსგავსი სიახლეები