EU: საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში რეგულარული ფრენების დაწყება, რუსეთის მიერ ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევის კიდევ ერთი ნაბიჯია

03.05.25 18:02
EU: საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში რეგულარული ფრენების დაწყება, რუსეთის მიერ ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევის კიდევ ერთი ნაბიჯია

რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებას, დაიწყოს რეგულარული კომერციული სამგზავრო რეისები სოხუმის მიმართულებით, ევროკავშირი ოფიციალური განცხადებით ეხმაურება

ევროკავშირი წერს, რომ ეს ქმედება რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის კიდევ ერთი ნაბიჯია.

ევროკავშირი გმობს რუსეთის ფედერაციის ცალმხრივ გადაწყვეტილებას სოხუმში, საქართველოს ოკუპირებულ სეპარატისტულ რეგიონში, აფხაზეთში რეგულარული კომერციული სამგზავრო რეისების დაწყების შესახებ.

ეს ქმედება, რომელიც განხორციელდა საქართველოს ხელისუფლების თანხმობის გარეშე და სოხუმის აეროპორტისთვის საჭირო საერთაშორისო საავიაციო კოდის არარსებობის პირობებში, რუსეთის ფედერაციის კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ოკუპირებული სოხუმის აეროპორტში მოსკოვიდან პირველი საცდელი ფრენა თებერვალში შესრულდა. 12 აპრილს კი "როსავიაციამ" რუსულ ავიაკომპანიებს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ფრენების ნებართვა მისცა. 

მსგავსი სიახლეები