როგორ მუშაობს ახალი, "თავისუფლების ფონდი"?
აქციებზე დაჯარიმებულებისთვის ახალი ფონდის შექმნიდან 4 დღე გავიდა - ფონდის ხელმძღვანელი დავით ჯინჭარაძე ამ პერიოდში ჩარიცხვების თაობაზე მონაცემებს აქვეყნებს.
ირკვევა, რომ მხოლოდ 4 დღის განმავლობაში ფონდის ანგარიშზე 20,000 ლარზე მეტი შევიდა. დარეგისტრირდა 31 ჯარიმა.
- მოქალაქეებისთვის "თავისუფლების ფონდი" მიმდინარე კვირას შიქმნა - ფონდი ადამიანებს გამოწერილი ჯარიმების გადახდაში დაეხმარება.
- როგორც დავით ჯინჭარაძე სოციალურ ქსელში წერს, ფონდის საბანკო ანგარიში ინგლისში იქნება რეგისტრირებული, რაც ივანიშვილის რეჟიმს ანგარიშის დაყადაღების საშუალებას დაუკარგავს.
გაბარებთ ანგარიშს - პირველი გადახდები უკვე გზაშია! ყოველ რამდენიმე წუთში შემოდის ახალი დონაციები და მხოლოდ 4 დღის განმავლობაში შემოვიდა 20,000 ლარზე მეტი. დარეგისტრირდა 31 ჯარიმა.
20,000 ლარი შესანიშნავი შედეგია 4 დღისთვის, თუმცა ყველა შემოსული ჯარიმის დასაფარად ჯამში 372,000 ათასი ლარი იქნება საჭირო. ამიტომ, ამ ეტაპზე მოქალაქეებს თანხას ნაწილობრივ ვუგზავნით. დღეს პირველ სამ ადამიანს გადავურიცხეთ 1,500 ლარი (დამადასტურებელი მასალა ფოტოებში). ჯარიმებს ვამუშავებთ იმის მიხედვით, თუ როდისაა გადასახდელი.
მინდა იცოდეთ, რომ ჯარიმების გადახდა Wise-თი და GoFund.Me-თი ჯერ კიდევ ახალია და პროცესში ბევრ რამეს ვსწავლობთ. მაგალითად, თუ GoFund.Me-თი გადაწყვეტთ დონაციას, გახსოვდეთ რომ ვებ-გვერდი შეგთავაზებთ პროცენტის დატოვებასაც - ეს რომ თავიდან აირიდოთ, უნდა მიუთითოთ 0.0% tip-ი და თქვენი დონაცია სრულად შემოვა ფონდში.
ასევე, საერთაშორისო გადარიცხვებს სჭირდება დრო. თქვენამდე მოსასვლელად საშუალოდ 3 სამუშაო დღეა საჭირო. ასევე, უკვე რამდენჯერმე დროებით გაგვიყინეს თანხდა, თუმცა დამატებითი ვერიფიკაციის გავლის შემდეგ, მალევე აღმოიფხვრა შეფერხებები.ვმუშაობთ კიდევ უფრო სწრაფი და კომფორტული მეთოდების შემოღებაზე, ასევე ვებსაიტის გამართვაზე დეველოპერებთან. მაგრამ უნდა მოვითმინოთ.
მანამდე, აქციებზე დაიფარეთ სახე და გახსოვდეთ - ჯარიმები ბოლომდე უნდა გაასაჩივროთ.
გახსოვდეთ, ისიამოვნეთ ქოცების ისტერიი"- წერს დავით ჯინჭარაძე.
საიტი, სადაც უნდა დაარეგისტრიროთ ჯარიმა, ასევე ჩარიცხვის მეთოდი:
- დაარეგისტრირეთ ჯარიმა ფონდში: http://bit.ly/435bYhA
- შეავსეთ ფონდი (ანონიმურადაც): https://gofund.me/4d10bba1
- თუ GoFundMe-ს ვერ იყენებთ, Wise: https://wise.com/pay/me/davitj28