Amnesty International: ქართული მედია თავდასხმის წინა ხაზზე აღმოჩნდა
მედიის თავისუფლების ხარისხს საქართველოში მძიმედ აფასებს საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ი. ანგარიშში პირდაპირ წერია, რომ ქართველი ჟურნალისტები სულ უფრო ხშირად ხდებიან ხელისუფლების მხრიდან თავდასხმების მსხვერპლი. ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს რეჟიმის უკანონო პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის საქმეზეც.
ქართული მედია მთავრობის მიერ, მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ თავდასხმის წინა ხაზზე აღმოჩნდა. პოლიციამ სპეციალურად ჟურნალისტები დასაჯა, რათა ხელი შეეშალა მათთვის პროტესტის გაშუქებაში, მათ შორის უკანონო ძალის გამოყენებით. ცნობილი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, რომელიც შეუერთდა მომიტინგეებს, ამჟამად სისხლის სამართლის წესით დაკავებულთა შორისაა. მთელ რეგიონში სანდო ინფორმაციაზე წვდომა მცირდება, ხოლო დეზინფორმაცია სულ უფრო მეტად დომინირებს საზოგადოებრივ სივრცეში, - წერს ორგანიზაცია.