ბრძოლის სტრატეგია რეჟიმის წინააღმდეგ - პროდასავლურ ოპოზიციასა და აქტივისტებს შორის გაფართოებული შეხვედრა შედგა

04.05.25 11:27
ბრძოლის სტრატეგია რეჟიმის წინააღმდეგ - პროდასავლურ ოპოზიციასა და აქტივისტებს შორის გაფართოებული შეხვედრა შედგა

რაზე შეთანხმდება ოპოზიცია თვითმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე? - გაფართოებული დისკუსია პოლიტიკურ პარტიებს, სამოქალაქო საზოგადოებას და სტუდენტებს შორის მიმდინარეობს. პირველი შეხვედრა პაატა ბურჭულაძის ინიციატივით უკვე შედგა. განიხილეს ბრძოლის სტრატეგიები რეჟიმის წინააღმდეგ და წინააღმდეგობრივი პლატფორმების სამოქმედო გეგმა საერთაშორისო ასპრეზზე.

ჩემი სურვილია, რომ პოლიტიკოსები გაერთიანდნენ არა როგორც პარტიული, რომ, ვთქვათ, ერთი პარტია იყოს, არამედ როგორც იდეური და იდეა უნდა შევთავაზოთ ხალხს. ყველას, მთელ საქართველოში, ყველა ადამიანს უდნა, რომ იყოს მონაწილე რაღაც იდეის, - ამბობს მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე.

შეხვედრას თითქმის ყველა პროდასავლური პოლიტიკური პარტია დაესწრო. "ოცნების" ოპონენტები ამბობენ, რომ პოზიციების დასაახლოებლად ყველაფერს გააკეთებენ. მათი თქმით, მათ მიზანს პარტიული გაერთიანება არ წარმოადგენს, რადგან  ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით ყველას ინდივიდუალური ხედვა აქვს. ამასთან, ამბობენ, რომ მთავარ საკითხებთან დაკავშირებით ერთობა უკვე არსებობს.

მივესალმები ნებისმიერ ძალისხმევას და ინიციატივას, რომელიც ემსახურება რაღაც ერთიანობის შეკვრას ოპოზიციურ ველზე ნებისმიერი სახით საერთო მიზნის ირგვლივ, რაც მდგომარეობს ახალი არჩევნების ჩატარებაში და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება, რა თქმა უნდა. არჩევნებიდან რამდენიმე თე გავიდა, ხალხი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოვიშოროთ ივანიშვილის რეჟიმი, მაგრამ ჯერი, ნამდვილად, პოლიტიკურ პარტიებზეა, - ამბობს "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა. 

ძალების კონსოლიდაციის მნიშვნალობაზე საუბრობს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძეც.  

ნომერ პირველი, რაც ახლა გვჭირდება, ყველამ ერთად გაფანტული ძალების კონსოლიდაცია უნდა მოვახდინოთ საერთო საქმით. არა უბრალოდ განცხადებით, არა უბრალოდ თქმით, რომ ერთად ვართ, არამედ საქმე უნდა ვაკეთოთ ერთად, - ამბობს გიორგი ვაშაძე.

იდეის გარშემო გაერთიანების აუცილებლობაზე სუაბრობენ აქტივისტებიც.  

ეს იყო კიდევ ერთი მცდელობა, რომ ოპოზიცია ერთი იდესი გარშემო მაინც გაერთიანებულიყო. მიმდინარეობს აქტიური კონსულტაციები, რომელსაც დავესწარით სტუდენტები, აქტიური საზოგადოების პირები და ვფიქრობ, აქ ბევრი სალაპარაკო არც ყოფილა. უბრალოდ, აქ იყო განხილვა, დავუშვათ, თუ როგორ მივდივართ ახალ არჩევნებამდე, როგორ მივდივართ მთავრობის გადადგომამდე, როგორ მივდივართ იმ ადამიანებამდე და იმ რეგიონამდე, რომლებიც, სამწუხაროდ, დიდი ზეწოლის ქვეშ იყვნენ არჩევნებამდე. როგორ მივდივართ ადამიანებამდე, რომლებიც, თითქოს, არიან ნიჰილიზმში გადასულები, - ამბობს ლუკა ჭოხონელიძე. 

მსგავსი სიახლეები