არჩევნებზე დასაკვირვებლად საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლები ჩამოდიან

29.09.21 18:56
არჩევნებზე დასაკვირვებლად საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლები ჩამოდიან

2 ოქტომბერს ,,ეუთო-ოდირის" საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში  ევროპარლამენტი ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესთან ერთად საქართველოში ადგილობრივ არჩევნებს დააკვირდება.

ევროპარლამენტის დელეგაცია შვიდი ევროპარლამენტარისგან შედგება: 


მიჰაილ გალარი (EPP, გერმანია) – დელეგაციის თავმჯდომარე
მირიამ ლექსმანი (EPP, სლოვაკეთი)
მარინა კალიურანდი (S&D, ესტონეთი) 
კატალინ ჩე (Renew, უნგრეთი)
მარკეტა გრეგოროვა (Greens/EFA, ჩეხეთი)
ჯორდი სოლე (Greens/EFA, ესპანეთი)
ანა ფოტიგა (ECR, პოლონეთი)

ევროპარლამენტარები საქართველოში ჩამოვლენ 29–30 სექტემბერს. ოფიციალური პროგრამის ფარგლებში ისინი შეხვდებიან ევროკავშირის ელჩს, ეუთოს წამყვან ჯგუფს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, პოლიტიკური პარტიებისა, წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს.

დელეგაცია ასევე შეხვდება საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ მინისტრს.

 

მსგავსი სიახლეები