ვიცემერის სკანდალი - როგორ იყიდა საჯარო მოხელემ ბეთანიაში მილიონიანი სასახლე

04.05.25 20:18
ვიცემერის სკანდალი - როგორ იყიდა საჯარო მოხელემ ბეთანიაში მილიონიანი სასახლე

ქალი, რომელიც საჯარო სამსახურში საკუთარ ქვეყანას 11 წელი ემსახურა და მერიიდან მხოლოდ იმის გამო გამოუშვეს, რომ ევროინტეგრაციის მხარდამჭერ პეტიციას მოაწერა ხელი, ყოფილი თანამშრომლის მოულოდნელ გამდიდრებაზე გაოცებას ვერ მალავს. პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლ მოქალაქეს აინტერესებს, როგორ გახდა მერიის ქონების მართვის უფროსის ყოფილი მოადგილე მილიონერი, როცა თბილისის მერიაში ფინანსური რეორგანიზაციის მიზეზით ათობით მოქალაქე გაათავისუფლეს.

გამომძიებელი ჟურნალისტების ინფორმაციით, ბეთანიაში მილიონიანი სასახლის რეალური მფლობელი ირაკლი ხმალაძეა, კახა კალაძის მარჯვენა ხელი, რომელმაც ქონების დამალვის მოტივით სახლი მის ყოფილ თანამშრომელზე გააფორმა. ეჭვებს, სავარაუდო კორუფციასთან დაკავშირებით ამყარებს თამარ მელიქიშვილის შემოსავლები, დოკუმენტები და დეკლარაციები, რომელიც მან საჯარო სამსახურში მუშაობისას შეავსო. ყველა ეს მტკიცებულება მეტყველებს იმაზე, რომ მელიქიშვილს ამ სახლის შესაძენად საჭირო სახსრები ვერ ექნებოდა.

შაბათის ეთერს ემალება ირაკლი ხმალაძე, რომლის ქონება ჟურნალისტური გამოძიების ინტერესი წარსულშიც არაერთხელ გამხდარა. თბილისის მერის მოადგილე ოფიციალურად არაფერს ფლობს - დეკლარაციების მიხედვით ის უსახლკაროა, თუმცა, რეალურად, ხმალაძეს ყველა ქონება ოჯახის წევრებზე ან ახლობლებზე აქვს გაფორმებული.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები