როგორ უნდა დამარცხდეს ოლიგარქი? - ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი სამოქმედი გეგმაზე მსჯელობს
როგორ უნდა დამარცხდეს ოლიგარქი? სამოქალაქო საზოგადოება და პოლიტიკირი პარტიები ფიქრობენ, რომ ბრძოლოს მეთოდებთან დაკავშირებოთ უფრო მეტი მსჯელობა და ერთობაა საჭირო. პაატა ბურჭულაძის ინიციატივით პირველი შეხვედრა ოპოზიციის ლიდერებთან შედგა.
ახალი არჩევნები, ქუჩის პროტესტი, სინდისის პატიმრების გათავისუფლება, საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკა - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომელზეც პოლიტიკოსებმა შეხვედრაზე იმსჯელეს. ამბობენ, რომ მხოლოდ საუბარი პრობლემას ვერ მოაგვარებს, თუმცა დიალოგი ჯანსაღი პროცესის დაწყების აუცილებელი და გარდაუვალი წინაპირობაა.
მსჯელობა, კამათი, დისკუსია, აზრების გაცვლა და პოზიციების გაზიარება - შეხვედრა მოიცავდა ყველაფერს, რაც დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია. პარტიებში ფიქრობენ, რომ ახლა ძალების გაერთიანების დროა.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.